Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ხომ გაგიგიათ, რომ შეუდარებელია რუსული ლიტერატურა, ბალეტი, მუსიკა, რომანსი…”

7 აგვისტო, 2016

1goga4ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი 8 აგვისტოს მოახლოებას განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდის. წელს 8 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს ომიდან და ეს პერიოდი ისეთივე მძიმეა გოგასთვის, როგორც თითოეული ქართველისთვის.

გოგა ჩანადირი:

“ხომ გაგიგიათ, რომ შეუდარებელია რუსული ლიტერატურა, რუსული კლასიკური მუსიკა, რომანსი, ბალეტი, რუსული “ჩიტის რძე”, რუსული მხატვრული ტანვარჯიში თუ ფიგურული სრიალი, რუსული კალაშნიკოვი და წყალბადის ბომბი, რუსული “სოიუზი”, ნავთობი და გაზი, რუსული პირშუშხა, “მაკაროვი”, მოიერიშეები, “ნივა”, კიდევ სხვაც.

არა, ნუ ვიმსჯელებთ, კარგია თუ ცუდი. როგორიც არის, არის, მაგრამ ეს ყველაფერი ყარს 8 აგვისტოს ომით.

ამ ყველაფერს ფასი არ აქვს, რადგან რუსეთის ერთმა ნაწილმა ეს ომი შექმნა, მეორე ნაწილმა თვალი დახუჭა, მესამემ კი ტაში დაუკრა.

ეს ყველაფერი მორწყულია აგვისტოს ომით, ეს ყველაფერი შეღებილია ყირიმის მიტაცებით. ამიტომაც, ის ამ სისხლის ჩამორეცხვამდე კარგი ვეღარ იქნება.

რუსეთი ოკუპანტია!

დიდება გმირებს!

მე მახსოვს ეს მძიმე ომი და მემახსოვრება დეოკუპაციამდე!”