22 აგვისტო, 2016

ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკის კიდევ ერთი საჩუქარი 

lazebi1საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ირლანდიაში იმყოფება, სადაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩვენი ქვეყნის შესახებ აქამდე უცნობ დოკუმენტაციას ეცნობა.

ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს ხელოვნების სასახლეს ინგლისური კორესპონდენციების ის ნაწილი გადასცა, რომელიც ლაზეთის ისტორიას, კულტურასა და ეთნოგრაფიას შეეხება.

ე.წ. ლაზური არქივი ძირითადად XIX საუკუნის პერიოდს შეეხება. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა მასალები 1878 წელს ლაზეთში მომხდარი აჯანყების შესახებ.

კორესპონდენციები ასევე მოიცავს XX საუკუნის პირველი ნახევრის ეთნოგრაფიულ ჩანაწერებსაც. დოკუმენტების უმეტესი ნაწილი საქართველოში გამოუქვეყნებელია.

ლაზური არქივი ხელოვნების სასახლეს ცნობილი პროექტის “ერეკლე მეფე ინგლისურ პრესაში” გადაეცა. პროექტი რომელიც “ქართუ ბანკმა” დააფინანსა მიზნად ისახავს ინგლისსა და ირლანდიაში საქართველოს შესახებ უცნობი ისტორიული წყაროების თარგმნასა და გამოცემას.

lazebi12

lazebi123