ირაკლი ჩოლოყაშვილი პოლიტიკაში მიდის

irakli-choloyashvili1მსახიობ ზურა შარიას, კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის და მომღერალ ზურა ხაჩიძის შემდეგ, ქართველ პოლიტიკოსთა რიგებს კიდევ ერთი ხელოვანი შეუერთდება.

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა, დირიჟორმა და ანსამბლ “ლაშარის” წევრმა ირაკლი ჩოლოყაშვილმა დეპუტატობა გადაწყვიტა.

ინფორმაციას ანსამბლ “ლაშარის” ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი ავრცელებს და კოლეგას საჯაროდ მიმართავს:

“1991 წლიდან გიცნობ. დღემდე ერთად ვმღერით. ერთი, რაზეც შემიძლია დარწმუნებული ვიყო, ხარ ძალიან პრინციპული და ზუსტად ვიცი, არანაირ თანხად არ გაყიდი იმ ღირებულებებს, რომლის ერთგულიც დღემდე ხარ.

მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგეხარ და იცოდე, პირველი ვინც მკაცრად გაგაკრიტიკებს ვიქნები მე. წარმატებები გისურვებ და სიმღერა არ დაივიწყო.

პ.ს. ვინც არ იცის, ირაკლის ნაციონალური მოძრაობა წარადგენს მაჟორიტარ დეპუტატად ჩუღურეთში.”