10 აგვისტო, 2016

“გთხოვთ, გთხოვთ, გთხოვთ”

1ruskaრუსთაველის თეატრის მსახიობი რუსკა მაყაშვილი არასდროს მიმართავს საზოგადოებას თხოვნით, მაგრამ ამ შემთხვევაში მსახიობმა გამონაკლისი დაუშვა და თავის მრავალრიცხოვან მაყურებელს და გულშემატკივარს თხოვნით მიმართა.

რუსკა მაყაშვილი:

“ჩემო 50.000 მეგობარო!

ყველამ გაიგეთ საზარელი ავარიის ამბავი, რომელმაც 4 ადამიანი იმსხვერპლა, გადარჩნენ მორაგბეები: მეკო, გიორგი და გიორგის მეუღლე ნუცი, თუმცა, მათი მდგომარეობა მძიმეა და სასწრაფოდ ესაჭიროებათ გადაფრენა თურქეთში, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ეს არის ანგარიშის ნომერი და გთხოვთ, გთხოვთ, გთხოვთ დავეხმაროთ…

ბანკი: სს “საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღები: დავით ლომინაძე
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE68BG0000000733092800
ან შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე – 0901701140. ზარის ღირებულება 1 ლარია.”