“ღამის სერენადებმა” თბილისში გადმოინაცვლა

1liana-isakadzeლიანა ისაკაძის მიერ დაარსებულმა ფესტივალმა “ღამის სერენადები” 27 და 28 აგვისტოს ბათუმში, ხოლო 30 აგვისტოს ანაკლიაში სრული ანშლაგით ჩაიარა და თბილისში გადმოინაცვლა.

ცნობილი ქართველი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, მის მიერ შექმნილ მსოფილიო კამერულ ანსამბლ „ვირტუოზებთან“ ერთად დაუვიწყარ კონცერტებს თბილისშიც გამართავს.

2 სექტემბერს თბილისის საკონცერტო პროგრამის ფარგლებში ლიანა ისაკაძე თავის პეტერბურგელ კოლეგასთან, ცნობილ ალტისტთან ალექსეი ლუდევიგთან და მსოფლიო კამერულ ანსაბლ „ვირტუოზებთან“ ერთად, პირველად წარსდგება მსმენელის წინაშე შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო „ბილტმორის“ დარბაზში.

ეს არის პირველი საზეიმო და საქველმოქმედო ღონისძიება ახალგახსნილი სასტუმროს სივრცეში.

კონცერტზე შესრულდება მოცარტის „სიმფონია კონჩერტანტე“ და ვივალდის „წელიწადის დრონი“ ოთხივე სეზონი.