20 აგვისტო, 2016

“გამოვაცხადოთ მორატორიუმი!”

1goga-chanadiri“ძალიან სამწუხაროა, რაც ჩვენთან ხდება… გამოვაცხადოთ მორატორიუმი!” – ამ ინიციატივით ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი გამოდის. მსგავსი განცხადების გაკეთება მას ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა გადააწყვეტინა.

გოგა ჩანადირი:

“გამოვაცხადოთ მორატორიუმი და აიკრძალოს 5-10 წლით მაინც დასახლებებში (განსაკუთრებით თბილისში) ხის მოჭრა.

ვერ ვხედავ ხის მოჭრის მიზეზს.

დაე, ქალაქის ხელმძღვანელობამ დაამტკიცოს ისეთი შენობის აშენება, სადაც არქიტექტურა ხეებზეა მორგებული და არა პირიქით.

ძალიან სამწუხაროა, რაც ჩვენთან ხდება.

ბეტონის მასების გამო, ხეები იჭრება.

თანამედროვე ქალაქები ხეს არგებენ არქიტექტურას და არა არქიტექტურას ხეს.

თანამედროვე არქიტექტორები, მშენებლები, მენაშენეები, დამკვეთები, ქალაქის ხელმძღვანელები და კიდევ სხვები ხეს არ ჭრიან.

პირიქით, ყველაფერი მის გარშემო იქმნება.

საჩვენებლად ბევრ ფოტოს შემოგთავაზებთ. ასე ხდება მილანში, პარიზში, სინგაპურში, ბრაშოვში, კუალა ლუმპურში, ბერლინში, ნიუ იორკში, სიდნეიში, ჩიკაგოში, სტოკჰოლმში, ადელაიდასა და სხვა ქალაქებში.

საქართველოში კიბო და ლეიკემია მძვინვარებს. ეს იმიტომ, რომ არ გვყავს მილანელებივით თუ სინგაპურელებივით საკუთარ ქალაქზე შეყვარებული ადამიანები.

გამოვაცხადოთ მორატორიუმი და აიკრძალოს 5-10 წლით მაინც დასახლებებში (განსაკუთრებით თბილისში) ხის მოჭრა.”