Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ელისო ბოლქვაძის კონცერტები აშშ-ში

15 აგვისტო, 2016

eliso-bolkvadzis-amerikuli-turne1ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ამერიკაში მიემგზავრება კონცერტებით, სადაც იგი გახსნის არკანზასის სიმფონიური ორკესტრის სეზონს “გამორჩეული არტისტის” სტატუსით.

ელისო ბოლქვაძე არის მსოფლიოში ცნობილი “ვან კლიბერნის საერთაშორისო კონკურსის” ლაურეატი ფორტ უორტში და მრავალი წლის განმავლობაში რეგულარულად მიწვეულია, ამერიკის სხვადასხვა შტატებში, სოლო და სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად, ყველაზე პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა კენედის ცენტრი ვაშინგტონში, ორანჯ ქაუნთის ხელოვნების ცენტრი კალიფორნიაში, ამბასადორ აუდიტორიაში ლოს-ანჟელესში, სანტა ფეს საკონცერტო დარბაზში, ჩიკაგოს სიმფონიური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში და სხვა მრავალი.

ამჯერად ელისო ბოლქვაძე შეასრულებს მოცარტის საფორტეპიანო კონცერტს N21, თხ. 467 არკანზასის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც უდირიჟორებს ცნობილი ამერიკელი დირიჟორი ფილიპ მანი მაომელის ხელოვნების ცენტრში.

4 ოქტომბერს ასევე, ელისო ბოლქვაძე ექსკლუზიურად მიწვეულია კლინტონის საპრეზიდენტო ცენტრში, სადაც იგი სოლო კონცერტით წარსდგება ამერიკელი მსმენელის წინაშე.

აღსანიშნავია, რომ ქართველი პიანისტი არის საქართველოში პირველი არტისტი, რომელსაც იუნესკოს “მშვიდობის არტისტის” მაღალი ტიტული მიენიჭა 2015 წელს პარიზში. ის ასევე ფლობს საფრანგეთის სახელმწიფოს მიერ მინიჭებულ “კავალერის ორდენს ხელოვნებასა და ლიტერატურაში”.

ამონარიდები ამერიკული პრესიდან:

“უზარმაზარი ტალანტი” – ნიუ იორკ თაიმსი

“დიდი არტისტი” – ლოს ანჟელეს თაიმსი

“ელისო ბოლქვაძემ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მისი ვირტუოზობით, პიროვნებით, ღრმა არტისტიზმით და სრულყოფილებით” – ლოს ანჟელეს თაიმსი (ცნობილი მუსიკალური კრიტიკოსი, დანიელ კარიაგა)

მეტი ინფორმაციისთვის მოინახულეთ:

ვებსაიტი: www.elisso-bolkvadze.com

Youtube: https://www.youtube.com/channel/UCOoHez86pkzX-GGsXAP7tUw