“დავეხმაროთ რითიც შეგვიძლია!”

davexmarot-cxinvalis-teatris-msaxiobebs1ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის სახელმწიფო თეატრმა მორიგი თეატრალური სეზონი კი დახურა, მაგრამ თეატრის გუნდი საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.

როგორც თეატრის ხელმძღვანელმა ზაზა თედიაშვილმა საზოგადოებას ამცნო, მათი თეატრის მსახიობებს თორნიკე კასრაძეს და დალი დოიჯაშვილს რუსთავაში სახლი გაუძარცვეს და დაუწვეს:

“ძვირფასო მეგობრებო, ჩვენო ერთგულო თანაქალაქელებო, ჩვენო დევნილო, მაგრამ მაინც გულიანო და დიდსულოვანო ქართველნო, ერთად ამოვუდგეთ მხარში ოჯახს, რომელიც მესამედ იწყებს ნულიდან ელემენტარული ცხოვრების აწყობას, დავეხმაროთ რითიც შეგვიძლია!… თორნიკე კასრაძეს და დალი დოიჯაშვილს – ჩვენი თეატრის თანამშრომლებს!

ტელეფონის ნომერზე გაშვებული ზარის ღირებულება 1 ლარია – 0901 901 933. მაგთიდან და ჯეოსელიდან! წინასწარ გიხდით მადლობას!”