დათუნა ლაზარიშვილისთვის ფულის გადარიცხვას ითხოვენ

datuna112 წლის მომღერალმა დათუნა ლაზარიშვილმა ნამდვილი ფურორი მოახდინა “იქს ფაქტორის” მესამე სეზონზე. მომღერალ ლევან ლაზარიშვილისა და კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის შვილმა თავისი სიმღერით მსმენელს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დათუნა ლაზარიშვილი უკურნებელი სენით არის ავად და მის დასახმარებლად ფულის გადარიცხვას ითხოვენ.

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

“ხალხნო, თუ შეგხვდათ პოსტი, რომ დათუნა უკურნებელი სენითაა დაავადებული და ანგარიშის ნომერი წერია, გთხოვთ დამისქრინოთ, რომ დავაავადო იმ სენით, რასაც ბავშვზე წერენ!!!!

ჩატში მოგვწერეს მეც და ლევანსაც, რომ ნახეს ესეთი პოსტი, სადაც ფულის გადარიცხვას სთხოვენ ხალხს!!!”