ამერიკაში სამუდამოპატიმრობამისჯილი ქართველი არქიტექტორი საქართველოში ბრუნდება

koka12345ქართველ არქიტექტორს, კოკა გეგეჭკორს 21 წლის წინ ამერიკაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

არქიტექტორს ამერიკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობის განაჩენი იმ დანაშაულისთვის გამო გამოუტანა, რომელიც მას არ ჩაუდენია. მაშინ ამბობდნენ, რომ არქიტექტორმა დანაშაული სხვის მაგივრად დაიბრალა და ყველაფერში დამნაშავე მისი სიყვარული იყო. კოკა გეგეჭკორი სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, თუმცა იგი რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა.

ინფორმაცია ამის შესახებ ინტერნეტში არქიტექტორის დამ, ნინო გეგეჭკორმა გაავრცელა:

“გაათავისუფლეს! მალე ჩამოვა!!!!”

კოკა გეგეჭკორი 1994 წლიდან იხდიდა სასჯელს ნიუ-იორკის ცნობილ ციხეში სინგ-სინგში. წლების განმავლობაში ქართველი არქიტექტორის გათავისუფლებისთვის და სამშობლოში დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერებიც შეგროვდა, მაგრამ უშედეგოდ.

“ამერიკა ერთ ოთახში” – ასე უწოდა თავის ფილმს რეჟისორმა დავით კანდელაკმა, რომელიც კოკა გეგეჭკორს მიუძღვნა. ფილმის პრემიერა თბილისის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

21 წლიანი პატიმრობა დასრულებულია და 60 წლის გათავისუფლებული არქიტექტორი სამშობლოში ბრუნდება.

ინფორმაცია ამის შესახებ სამხატვრო აკადემიის ასოცირებულმა პროფესორმა ლია ბაგრატიონმა გაავრცელა:

“ყველას, ვისაც კოკა გეგეჭკორის დაბრუნება უხარია!!!!!!!!!!!!…… დღეს გვიან ღამით, უფრო სწორად, ხვალ დილის 4 საათზე, თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდება კოკა…. ეს ამბავი დათო კანდელაკმა მახარა წუხელ. მე კი, ისე ავღელდი რომ, სამწუხაროდ, რეისის კითხვა დამავიწყდა. თქვენ, ვისაც დახვედრის სურვილი გაგიჩნდათ, დახვდით!”