4 აგვისტო, 2016

“ახალგაზრდებს მივმართავ!”

mixeil-zaqariashvili1არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორი და შემსრულებელი მიხეილ ზაქარიაშვილი ახალგაზრდებს მიმართავს და იმ მთავარ საკითხებს ახსენებს, რომლებიც წარმატების მისაღწევად არის აუცილებელი.

მიხეილ ზაქარიაშვილი:

“ახალგაზრდებს მივმართავ! შენს ქვეყანაში თუ ხარ წარმატებული, ნუ დარდობ სხვა ქვეყნებში გაღიარებენ თუ არა! რევაზ ლაღიძე შეიძლება ამერიკამ არ აღიარა, მაგრამ ქართველებისთვის ის გენიოსია!

მთავარია, შენი ხალხისთვის ქმნიდე რამე ღირებულს, მოვა დრო და სხვაც გაღიარებს! ნუ ჩქარობთ და ნუ ცდილობთ საზღვრებს გარეთ მოიწონოთ თავი მათივე ფოლკლორზე დაყრდნობილი მუსიკით. საკუთარი ფოლკლორი გამოიყენეთ, ის ხშირ შემთხვევაში ბევრად აღმატებული და ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის ფოლკლორი!

ამას ხომ მსოფლიოც თავად აღიარებს! ჩვენი ხალხური ცეკვა, სიმღერა გაიხსენეთ და სწორ გზაზე დადგებით!”