17 აგვისტო, 2016

ჯგუფ “არგოს” წევრი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

jgufi-argos-wevri1ბოლო დროს გახშირებულმა ავტოსაგზაო შემთხვევებმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მიუხედავად მძღოლებისთვის ნელა სიარულის მოწოდებისა, სამწუხაროდ, ავარიები მაინც ხშირია.

ავტოკატასტროფას ემსხვერპლა ჯგუფ “არგოს” წევრი შაკო კაცაძეც. ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიის გზაზე მოხდა, სადაც მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები ერთმანეთს შეასკდნენ. ავარიამ სამი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათგან ერთ-ერთი ჯგუფის წევრია.

ეს სამწუხარო ინფორმაცია “არგოს” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:

“ჯგუფ ”არგოს” პირველო ტკივილო, ჩვენო მეგობარო შაკო. თავზარდამცემი არის დღევანდელი დღე ყველა ჩვენთაგანისთვის, ძნელია იპოვო სიტყვები, რაც ამ ტკივილს გამოხატავს. მუდამ ჩვენ გულში იქნები. ჯგუფი “არგო” სამძიმარს უცხადებს შაკოსთან ერთად დაღუპული ბიჭების ოჯახებს”.