27 აგვისტო, 2016

“ღამის სერენადები” ბათუმური კონცერტებით გაიხსნება

liana-is27 აგვისტოს ბათუმი-თბილისის VIII საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ საზეიმოდ გაიხსნება.

27 და 28 აგვისტოს ბათუმში, სასტუმრო ჰილტონის დარბაზში ფესტივალის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო კამერული ანსამბლი “ვირტუოზები” და სოლისტები ლიანა ისაკაძე (ვიოლინო), აიმან მუსახაჯაევა (ვიოლინო), ალექსეი ლუდევიგი (ალტი), ელიზაბეტ უილსონი (ჩელო), ვიქტორ ტრეტიაკოვი (ვიოლინო).

კონცერტებს უდირიჟორებენ ლიანა ისაკაძე და ცეზარ ალვარესი (ესპანეთი).

27 აგვისტოს კონცერტზე შესრულდება ვივალდის კონცერტი ორი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის, მოცარტის “სიმფონია კონჩერტანტე” და ვივალდის “წელიწადის დრონი”.

28 აგვისტოს კი აჟღერდება მოცარტის დივერტისმენტი, რე მაჟორი, ჰაიდნის კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისთვის, დო მაჟორი, ჩაიკოვნსკი-ცინცაძე “ფიქრი” და ბახის კონცერტი ორი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის.

“ღამის სერენადების” ბათუმური კონცერტები სასტუმრო ჰილტონის დარბაზში 20 საათზე დაიწყება.