12 აგვისტო, 2016

ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ფესტივალს დაფინანსებაზე უარი უთხრეს

xatuna1234ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ფესტივალი წელს მე-11-ედ უნდა გამართულიყო, თუმცა მის დამაარსებელსა და ორგანიზატორს ხათუნა მანაგაძეს ფესტივალის დაფინანსებაზე უარი ეთქვა.

ინფორმაცია ამის შესახებ ხათუნა მანაგაძემ თავად გაავრცელა და მეგობრებს ფესტივალის გადარჩენაში დახმარება სთხოვა:

“sos! მოკლედ, მოლოდინი გამართლდა. ფესტივალი ვერ დაფინანსდება წელს. არ უნდა ვიწუწუნო და მიზეზები აღარ ვეძებო. ვიცი, მხოლოდ ერთი ფესტივალი და კონფერენცია უნდა ჩატარდეს.

ვეძებ 10 (მაინც) მოხალისე მეცნიერს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა ჩამოვიდეს ბათუმში ახლობელთან ან მეგობართან. 10 რომ შეიკრიბება დედლაინს მერე დავაზუსტებთ.
რამდენიმე უცხოელი აპირებს ჩამოსვლას და განვათავსებთ საკუთარი ძალებით.

რაც შეეხება ანსამბლებს, ამ ეტაპზე შემოვიფარგლებით აჭარის და მეზობელი რეგიონებით.

ასეთი პოსტი დაწერა არ მინდოდა, მაგრამ… წელს ფესტივალი უნდა გადავარჩინოთ.

P.S. არავის არ მოვნიშნავ, უბრალოდ გაუზიარეთ ერთმანეთს.

იმედი მაქვს, ტრადიციულად ნოემბერში შევხვდებით.”