2 აგვისტო, 2016

სუხიშვილების ტრადიციული კონცერტები ბათუმში

1suxishvilebi16, 17, 18 და 19 აგვისტოს ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში სუხიშვილების ტრადიციული კონცერტები გაიმართება. კონცერტები საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით ჩატარდება.

ოთხი დღის განმავლობაში საზოგადოებას საქართველოს ეროვნული ნაციონალური ანსამბლი ბევრ სიურპიზს და გრანდიოზულ საღამოებს შესთავაზებს. ტრადიციად ქცეულ კონცერტებს სუხიშვილები და კულტურის პალატა უკვე წლებია ბათუმში ატარებს.

სუხიშვილების კონცერტები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართება.