2 აგვისტო, 2016

ეკა ხოფერია თაღლითობის მსხვერპლია

eka7“ეკა ხოფერიას შოუს” ავტორი და წამყვანი ეკა ხოფერია თაღლითობის მსხვერპლია.

ინფორმაციას ჟურნალისტი თავად ავრცელებს და ყველას აფრთხილებს ინფორმაციები მასთან გადაამოწმონ.

ეკა ხოფერია:

“მეგობრებო, ახლობელმა მომწერა, ჩემი სახელით დადის თურმე სახელმწიფო უწყებებში ვიღაც ქალბატონი, ხათუნა კაპანაძე – ასე აცნობს საკუთარ თავს.

მე და ეკა ხოფერიაო ძეგვის ბავშვთა სახლს ვეხმარებითო, ეკა აქ არ არისო და ამიტომ ვერ მოვიდაო. ფულს ითხოვს. ეს ამბავი ტყუილია და, სამწუხაროდ, ეს ქალბატონი უკვე ბევრგან მისულა…

კარგია, რომ ჩემთან ამოწმებენ. მოკლედ, თუ მე რამე პროექტში ვარ ჩართული, სხვას არ ვაგზავნი, კი იცით ეს, მაგრამ მაინც გაგაფრთხილეთ. მადლობა ყურადღებისათვის.”