7 აგვისტო, 2016

“განვმარტავ ინტრიგის მოყვარულთათვის”

1antia_RACHVELISHVILIსაოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ზაფხულის არდადეგებს საქართველოში ატარებს. მან მონაწილეობა მიიღო ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, რომელიც რაჭაში გაიმართა.

მიუხედავად სადღესასწაულო განწყობისა, ანიტას მაინც მოუწია მტკივნეულ თემაზე განცხადების გაკეთება.

ანიტა რაჭველიშვილი:

“რუსეთი ოკუპანტია და, ყველა, ვინც ეს დაივიწყა, ქვეყნის მოღალატეა!!!

განვმარტავ ინტრიგის მოყვარულთათვის, ეს არ ნიშნავს რუსი ერის სიძულვილს!

მე ვგიჟდები რუსებზეც და რუსულ ენასა და კულტურაზეც! ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ისტორია უნდა ვიცოდეთ და ყოველ ნაბიჯზე არ უნდა გვავიწყდებოდეს!”