22 აგვისტო, 2016

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი მასტერკლასებს გამართავს

masterklas1.pgმსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებული ბათუმის კლასიკური მუსიკის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი მასტერკლასებს გამართავს.

ფესტივალის ფარგლებში 17-21 სექტემბერს მასტერკლასები ახალგაზრდა პიანისტებისა და მევიოლინეებისათვის ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 8-16 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოსებს საქართველოს ყველა რეგიონიდან.

მასტერკლასები გაიმართება ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სკოლაში.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტია მომავლის მუსიკოსების აღმოჩენა და ხელშეწყობა თავიანთი ნიჭის წარმოსაჩენად.

წელს მასტერკლასებზე სპეციალური მოწვევით ჩამოდის პროფესორი მოსკოვიდან ვალერი პიასეცკი, რომელიც ახალგაზრდა პიანისტებს მოუსმენს და შეაფასებს.

მევიოლინეების მასტერკლასებს კი გაუძღვება პროფესორი მანანა ქანთარია.

21 სექტემბერს ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი ”ლირა” გადასცემს მონაწილეებს სპეციალურ დიპლომებს.

მსურველებს შეუძლიათ მიმართონ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ “ლირა”-ს:
lyrafondation@yahoo.com