8 აგვისტო, 2016

ანსამბლი “როკვა” გამარჯვებულია

rokva1მცხეთის კულტურის სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი “როკვა” გამარჯვებულია.

ანსამბლმა ნინო იმერლიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ქორეოგრაფიც გიორგი პატაშურია, გამარჯვება ხელოვნების მე-13 საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის “ნარინჯისფერი ქობულეთი 2016” მეორე ეტაპზე მოიპოვა.

“ნარინჯისფერი ქობულეთი 2016” ჯემალ მეგრელიძის ორგანიზებით 13 წელია ტარდება. კონკურსანტებს აფასებს ჟიური რეზო ჭანიშვილის ხელმძღვანელობით.

მცხეთის ქორრეოგრაფიული ანსამბლი “როკვა” 6-თვიანი მომზადების შემდეგ, ღირსეულად წარსდგა ჟიურის და მაყურებლის წინაშე საკონკურსო ცეკვით “ყაზბეგური”. ცეკვამ მქუხარე და უწყვეტი აპლოდისმენტები დაიმსახურა. ჟიურიმ კი ანსამბლს პირველი ადგილი მიაკუთვნა. საკონკურსო ნომრის ვიდეოს ინტერნეტში უკვე 11.000 ნახვა დაუგროვდა.

“როკვამ” მეორე ცეკვა “განდაგანა” საფესტივალოდ წარადგინა, რომელმაც ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა.