Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართული ფილმი ოსკარზე

9 აგვისტო, 2016

oscarsამერიკის კინოაკადემიის პრემიებით დაჯილდოების ცერემონიალი მსოფლიოს უმთავრესი კინომოვლენაა.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ოსკარების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს საქართველო კვლავ შეუერთდა.

ეროვნულმა კინოცენტრმა საქართველოდან ოსკარზე 2016 წლის კანდიდატი ფილმის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა და რჩეული ფილმიც დაასახელა.

სპეციალურმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო – საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი” იქნება.

საქართველოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა გავლენიანი გამოცემა The Hollywood Reporter.