Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართული კოლექციები ირლანდიაში გამოიფინება

27 აგვისტო, 2016

giorgi-kalandia-irlandiashi1საქართველოს ხელოვნების სასახლესა და ირლანდიის ეროვნულ გალერეას შორის ურთიერთანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი.

ირლანდიაში საქართველოს ელჩის გია ზურაბაშვილის ორგანიზებით, ერთმანეთს ორი უწყების ხელმძღვანელი შეხვდა. შეხვედრა ირლანდიის ეროვნულ გალერეაში გაიმართა.

შონ რეინბირდსა და გიორგი კალანდიას შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დაიწყება მუშაობა ირლანდიაში ქართული კოლექციების და პირიქით, საქართველოში ირლანდიური ხელოვნების ნიმუშების გამოსაფენად.

შონ რეინბირდმა აღნიშნა, რომ ქართული სახვითი ხელოვნება, განსაკუთრებით თეატრალური მხატვრობა, ევროპასა და ირლანდიაში ნაკლებადაა ცნობილი და შეიძლება საინტერესო გამოფენები და ერთობლივი ექსპოზიციები დაიგეგმოს.

ირლანდიის ეროვნული გალერეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიძველეთსაცავია. აქ დაცულ 15.000 ნამუშევარს შორისაა კარავაჯოს, გოიას, პიკასოს, მონეს და სხვა მხატვართა შედევრები.