Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი ტენორის ტრიუმფი არენა დი ვერონაზე

7 აგვისტო, 2016

1misha-sheshaberidzeარენა დი ვერონაზე ნებისმიერი საოპერო მომღერლისთვის გამოსვლა ყველაზე დიდი ოცნებაა, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ის ახალგაზრდაა და კარიერას ახლა იწყებს.

გამონაკლისი არც ქართველი ტენორი მიხეილ შეშაბერიძეა, რომელმაც ეს ოცნება აისრულა და არენა დი ვერონაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა.

ეს სასიამოვნო ინფორმაცია მისმა კოლეგამ, ახალგაზრდა საოპერო მომღერალმა ომარ ჯოხაძემ გაავრცელა:

“ტრიუმფი არენა დი ვერონაზე!!! ის, პირველი ქართველი ტენორი გახლავთ, რომელიც არენა დი ვერონაზე წარსდგა… უკვე ორ სხვადასხვა დასახელების ურთულეს ოპერაში – რადამესის პარტიით ოპერაში “აიდა” და დონ ხოზეს პარტიით ოპერაში “კარმენი”. უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ ჩემს ძმას და მეგობარს მიხეილ შეშაბერიძეს!”