Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“სამარცხვინოა რასაც აკეთებთ!”

17 აგვისტო, 2016

1anita-saukeTesod-dasaxeldaსაოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს.

მსოფლიოში აღიარებულმა მეცო-სოპრანომ საჯაროდ განაცხადა, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან მანამდე არ ითანამშრომლებდა, სანამ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას დავით კინწურაშვილი არ დატოვებდა.

დავით კინწურაშვილი კულტურის მინისტრმა მოხსნა, თუმცა პრობლემები ამით არ დასრულებულა. ანიტა აცხადებს, რომ რაც თეატრში ხდება, სამარცხვინოა:

“დროა ოპერისა და ბალეტის თეატრს სახელი შეუცვალოთ და პირდაპირ მხოლოდ ბალეტის თეატრი დაარქვათ! სამარცხვინოა რასაც აკეთებთ!

კულტურის სამინისტრო რად გვინდა ნეტავ საერთოდ?? მარტო ნათესაობა-ახლობლობით ხდება საკითხების გადაწყვეტა და არაპროფესიონალიზმის პიკია!”