Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

როგორია მამუკა ჩარკვიანის მდგომარეობა?

10 აგვისტო, 2016

1mamuka-charkkvianiავტორ-შემსრულებელმა მამუკა ჩარკვიანმა თავისი გულიანი სიმღერებით ათასობით მსმენელს შეაყვარა თავი. ბოლო პერიოდში ხელოვანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, დაგეგმილი კონცერტები გააუქმა და საზღვარგარეთ გადაუდებელი ოპერაციის გასაკეთებლად წავიდა.

საბედნიეროდ, მამუკა ჩარკვიანს უცხოელმა ექიმებმა ფეხი შეუნარჩუნეს. რამდენიმე მძიმე ოპერაციის შემდეგ, ახლა იგი რეაბილიტაციის კურსს გადის. სამწუხაროდ,

არაკეთილისმსურველებმა არაერთხელ გაუვრცელეს ინფორმაცია, რომ მამუკა გარდაიცვალა.
როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ამბობენ ექიმები, ამის შესახებ “არტინფოს” ინფორმაცია მისმა დამ, თაკო ჩარკვიანმა მიაწოდა:

“მამუკა უკეთესად არის, მდორედ მიდის რეაბილიტაცია, მაგრამ მაინც მიდის… პროგრესი არის, რამოდენიმე საათით ეტლში გადმოდის, 15 წუთით ფეხზეც დგას ხოლმე. გიტარასაც ხელი მოკიდა ღმერთის წყალობით. ეს დიდი პროგრესია უკვე. გვეუბნებიან, რომ რამდენიმე კვირაში ნელ-ნელა გაივლის.”