Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“რა ხდება, ხალხო?”

31 აგვისტო, 2016

nana-kavtara1ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ნანა ქავთარაშვილი-მირიანი ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და გულისტკივილით აღნიშნავს, რომ საქართველო უპატრონო ქვეყანაა.

ნანა ქავთარაშვილი, მირიანი:

“ფეხით გავიარე სპორტის სასახლესთან და ვერ შევამჩნიე, რადგან გარშემო მახინჯი ოღრო-ჩოღრო კორპუსების ალყაშია მოქცეული.

თბილისი დამახინჯებულია… ასეთი საშინელი სიმახინჯე არასოდეს მინახავს, 90-იან წლებშიც კი…..

მაშინ სავაჭრო ბუტკებს მიჰქონდა თბილისი, ახლა კი მახინჯ კორპუსებს… ბუტკები მოაშორეს, მაგ კორპუსებს კი ვეღარ დაანგრევენ…

რა ხდება, ხალხო, არ გიყვართ საკუთარი თბილისი?

არქიტექტორებო, რატომ ამახინჯებთ დედაქალაქს!!! ვინ გაძლევთ ამის უფლებას!!!!!!!! უპატრონო ქვეყანაა”.