Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

პანტომიმის თეატრი სომხეთში დააჯილდოვეს

15 აგვისტო, 2016

pantomimis-teatri-daajildoves1ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრი სომხეთში დააჯილდოვეს.

ქართველმა მიმებმა მონაწილეობა მიიღეს ლეონიდ ენგიბარიანის სახელობის რიგით მეხუთე პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალში, სადაც “კრიმანჭული” ითამაშეს და მასტერკლასებიც ჩაატარეს.

ფესტივალზე მიწვეული იყვნენ მიმები საქართველოდან, სომხეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან, სამხერთ აფრიკიდან, უკრაინიდან, სერბეთიდან, განადან, საფრანგეთიდან.

საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრის ვიზიტმა სომხეთში წარმატებით ჩაიარა. ფესტივალის ფარგლებში პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა მასტერკლასებიც ჩაატარა და ჯილდოც მიიღო.