Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნიკორწმინდის საუკუნოვანი იუბილე რაჭაში

2 აგვისტო, 2016

1nnikoorwmindaქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლის, ნიკორწმინდის ტაძრის საუკუნოვანი იუბილე რაჭაში აღინიშნება.

6–7 აგვისტოს ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება.

6 აგვისტოს დაგეგმილია ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახლადაშენებული ეკლესიის კურთხევა, სადაც საზეიმო პარაკლისს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს. გაიმართება ნიკორწმინდის ისტორიული მნიშვნელობის ამსახველი ფოტო გამოფენა და მოეწყობა ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია.

7 აგვისტოს ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვას აღავლენს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მოხდება ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის ადგილის კურთხევა, გაიმართება რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაცია.

საზეიმო ღონისძიებები ამბროლაურში გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები ნანი ბრეგვაძე, ანიტა რაჭველიშვილი, თეონა დვალი, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიკვილაძე, ანზორ ხიდაშელი, გიორგი ცაგარელი და ანსამბლი „შვიდკაცა“.

გალა-კონცერტზე შესრულდება ყველასათვის ცნობილი და საყვარელი საოპერო არიები და ქართველ ლეგენდარულ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. კონცერტზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.