Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მოზარდ მაყურებელთა თეატრი შეურაცხყოფილია”

2 აგვისტო, 2016

2ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი შეურაცხყოფილია. მიზეზი თეატრისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა.

განცხადებას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი ავრცელებს:

“წლევანდელ დურუჯთან დაკავშირებით კვლავ დაიწყო ციებ-ცხელება! ვულოცავ ყველას, ვინც მოკლე სიაში დაასახელეს. გულწრფელად მიხარია ჩემი მეგობრებისა თუ უმცროსი კოლეგების წარმატება.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი შეურაცხყოფილია არა იმის გამო, რომ სიაში ვერ მოვხვდით, არამედ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო რედიქსისა და ჟიურის მხრიდან.

წარდგენილი სამი სპექტაკლიდან ერთ-ერთზე მოვიდა ჟიურის ერთადერთი წევრი. ეს იყო და ეს.
არ ვითხოვთ პრემიებს, ჯილდოებს, წოდებებს, ვითხოვთ პატივისცემას და სხვათა შრომისადმი კეთილგანწყობილ მიდგომებს. მე პირადად “დურუჯის” სამგზის მფლობელი ვარ და ამაზე დიდ “დურუჯს” ვერავინ მომანიჭებს, უბრალოდ გთხოვთ შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ თქვენი უგულისყურობით შემოქმედ ადამიანებს, განსაკუთრებით კი მსახიობებს.

პ.ს. ისე არც ამ პოსტს არ დავწერდი, თეატრის ხელმძღვანელი რომ არ ვიყო. გარკვეულ პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ სხვათა შრომის აბუჩად აგდების გამო.”