Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მიშა გომიაშვილი დაქორწინდა

19 აგვისტო, 2016

misha-gomiashvili1მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მიშა გომიაშვილი დაქორწინდა. 55 წლის მსახიობმა ღმერთის წინაშე სამუდამო ერთგულება შეჰფიცა საყვარელ ქალს და ჯვარი დაიწერა.

ეს სასიხარულო ინფორმაცია მიშა გომიაშვილმა თავად გაავრცელა:

“ყველაზე ლამაზი პატარძალი მსოფლიოში… ჯვრისწერა მორჩა… და ყველა დავიშალეთ ბიტლებივით… ქეთიმ მოასწრო გამოცვლა და გავარდა გადაღებაზე და მე ვერ მოვასწარი… ეგრევე გადაღებაზე…”

მიშა გომიაშვილის რჩეული კოსტიუმების მხატვარი ქეთი კალანდაძეა. წყვილმა 4 წლის წინ დაიწყო ერთად ცხოვრება, ჯვრისწერა კი მხოლოდ ახლა გადაწყვიტა. ქეთი კალანდაძე მსახიობის მესამე ცოლია. პირველ მეუღლესთან მას ქალიშვილი ნატუკა ჰყავს, მეორე მეუღლესთან კი ბიჭი – აჩიკუნა.