Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მერსი სულხანიშვილს თავს დაესხნენ

2 აგვისტო, 2016

mersi-sulxanishvili1ჟურნალისტი მერსი სულახნიშვილი ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. “ნიკორას” მაღაზიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მერსის მიმართ აგრესია გაიზარდა.

ამის დასტურია ის თავდასხმა, რომელიც მერსიზე განხორციელდა. ინფორმაცია ჟურნალისტმა თავად გაავრცელა.

მერსი სულხანიშვილი:

“დაახლოებით 21:45 წუთზე ვიმყოფებოდი აღმაშენებლის 75 ნომერში ვიჯექი კიბეზე მეგობართან ერთად. მოულოდნელად ჩემთვის სრულიად უცნობი გოგონა მომვარდა, (სამი გოგო იყო მათგან ერთ-ერთმა) ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, შემდეგ კოკა-კოლა შემასხა და გაიქცნენ ვარდების ბაღში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია. იმედია, მალე იპოვნიან დამნაშავეებს და მალე დაისჯებიან კანონის შესაბამისად.

უკვე მერამდენედ შეიძლება განხორციელდეს მიზნობრივი პროვოკაციული თავდასხმა? პირველი ნიკორას ამბავი შეგრჩათ ეს აღარ შეგრჩებათ! საკმარისია საზოგადოების აბუჩად აგდება და მანიპულირება.

P.S. ერთი ბრძოლის მოგება ომის მოგებას კი არ ნიშნავს.”