Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლაურა რეხვიაშვილი სპექტაკლს აზერბაიჯანულ ენაზე ითამაშებს

17 აგვისტო, 2016

laura-rexviashvili1გიორგი შენგელაიას კომედიაში “სიყვარული ყველას უნდა” ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟის – ბაბულას როლის შემსრულებელი ლაურა რეხვიაშვილი ახალი როლისთვის ემზადება. კინომსახიობთა თეატრის მსახიობი საპრემიერო სპექტაკლში აზერბაიჯანულ ენაზე ითამაშებს.

დავით კლდიაშვილის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ნაწარმოები “დარისპანის გასაჭირი” თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში იდგმება, სადაც მართას როლზე რეჟისორმა ვარლამ ნიკოლაძემ სწორედ ლაურა რეხვიაშვილი მიიწვია.

ვარლამ ნიკოლაძე თბილისის აზერბაიჯანული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რამდენიმე თვეა დაინიშნა. ქართველ რეჟისორს და მსახიობს “დარისპანის გასაჭირი” თურქეთშიც აქვს დადგმული, სადაც 25 წლის განმავლობაში მუშაობდა.

თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი ახალ სეზონს სექტემბერში სწორედ “დარისპანის გასაჭირით” გახსნის.

თეატრის ავარიული შენობისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო, სპექტაკლის პრემიერა კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში გაიმართება.