Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზურა შარიას შეთავაზება დაკარგული ჯარისკაცების ოჯახებს

31 აგვისტო, 2016

zura-sharia-jariskacebze1ზურაბ შარია, გარდა იმისა, რომ მსახიობია, პროფესიონალი მყვინთავიცაა. ის ოქტომბრის არჩევნებში ვაკის რაიონში იყრის კენჭს და საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი აქვს, თუმცა შავ ზღაში დაკარგული ორი ქართველი ჯარისკაცის ამბავმა იმდენად შეძრა, რომ მზად არის გამოცდილ მყვინთავებთან ერთად მათ საძიებო სამუშაოებში ჩაერთოს.

ზურაბ შარია:

“საქართველოს დაივინგის ფედერაციისა და დაივინგ ცენტრის “პოსეიდონის სამყაროს” გამოცდილი, სერტიფიცირებული (rescue diver, dive master, instructor diver) გამოცდილი მყვინთავები, მზად ვართ, თავდაცვის სამინისტროს და, პირველ რიგში, დაღუპული სამხედროების ოჯახებს, გავუწიოთ დახმარება და უშუალოდ მივიღოთ მონაწილეობა დაკარგული ორი ჯარისკაცის საძიებო სამუშაოებში!

არჩევნების მიუხედავად, რა თქმა უნდა, მეც აქტიურად მივიღებ მონაწილეობას ამ ოპერაციაში. ფსკერსაც კარგად ვიცნობთ და ასეთი სახის სამუშაოების სპეციფიკასაც.

მთავარია თავდაცვის სამინისტრომ გამოხატოს ნება! თანავუგრძნობთ დაკარგული ბიჭების ჭირისუფლებსა და არ დავიშურებთ ძალებს საძიებო ოპერაციაში!!!”