Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ზვერის” ბრალდებები ქართველ ორგანიზატორებს

28 აგვისტო, 2016

zveris-braldebebi1“არტინფო” უკვე წერდა, რომ რუსული როკ-ჯგუფი “ზვერის” 29 აგვიტოს ბათუმში დაგეგმილი კონცერტი ჩაიშალა. კონცერტის ორგანიზატორობა კომპანიამ GTS Group ითავა. მათ გაავრცელეს ინფორმაცია კონცერტის გაუქმების შესახებ, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნეს, რომ კონფიდენციალობა დაიცვეს და ჯგუფის საქართველოში ვიზიტის გადადების მიზეზი არ გაასაჯაროვეს.

სამაგიეროდ, კონცერტის ჩაშლის მიზეზებზე საჯაროდ გავრცელდა განცხადება ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე:

“ჯგუფი “ზვერი”, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, იძულებულია განაცხადოს ბათუმში დაგეგმილი კონცერტის ჩაშლის შესახებ. კონცერტის ორგანიზატორი ბათუმში იყო GTS Group, რომელმაც არ შეასრულა შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დათქმულ ვადაში არ გადარიცხა ჰონორარი მუსიკოსებისთვის.

ძალიან ვწუხვართ, რადგან ჯგუფს დიდი ხანია სურს ქართველი მსმენელისთვის კონცერტის გამართვა და იმედი გვქონდა, მალე შევხვდებოდით ერთმანეთს.

ვიმედოვნებთ, ჩვენი შეხვედრა შედგება 2017 წელს დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში. ველოდებით შემოთავაზებებს საქართველოდან სხვა პრომოუტერების მიერ”.