Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეს არის დანაშაული ერის წინაშე”

5 აგვისტო, 2016

qartlis-cxovreba1ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი საჯაროდ საუბრობს იმ საგანგაშო ფაქტზე, რომელიც ისტორიკოსმა ზეინაბ ბუაჩიძემ გამოავლინა.

ნინო მიქიაშვილი:

“ისტორიკოსმა ზეინაბ ბუაჩიძემ საგანგაშო ფაქტი გამოავლინა – 2012 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილ „ქართლის ცხოვრებაში“ (პირველი ტომი, მე-11 გვერდის ბოლოს წინა აბზაცი) ჩამატებულია ფრაზა, რომლითაც გამოდის, რომ კავკასიელთა, თარგამოსის შთამომავალთა ენა ყოფილა სომხური. ჩამატებული წინადადება ასეთია – ,,და ამათ ყოველთა იყო ერთი ენაი – სომხური“.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ისტორიკოსი ზეინაბ ბუაჩიძე ასეთ განმარტებას აკეთებს:

“სულაკაურის გამოცემა შევადარე 1955 წელს სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემას (პირველი ტომის მეექვსე გვერდი). ვერც ამ და ვერც სხვა აკადემიურ გამოცემაში მსგავს ფრაზას ვერ ნახავთ. მეტსაც გეტყვთ -XI საუკუნეში „ქართლის ცხოვრება“ სომხურად ითარგმნა და მსგავს ფრაზას ვერც ამ თარგმანში ნახავთ. სულაკაურის გამომცემლობაში დავრეკე, ჩემი ვინაობა ვუთხარი. პასუხად მომიგეს, 2012-ში გამოცემული „ქართლის ცხოვრების“ რედაქტორი ჩვენთან აღარ მუშაობს; გავარკვევთ და დაგიკავშირდებითო, მაგრამ ჯერ არ დაურეკიათ. გაოგნებული ვარ. ეს არის დანაშაული ერის წინაშე. ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს ყველა ქართველმა!”