Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“დავამტკიცოთ, რომ ღირსნი ვართ ქართველობის!”

14 აგვისტო, 2016

1temo-sajaiaაუცილებლად წასაკითხი! – ასე უწოდებს თავის ჩანაწერს ახალგაზრდა მომღერალი თემო საჯაია, რომელიც სთავაზობს, ყველამ ერთად “დავამტკიცოთ, რომ ღირსნი ვართ ქართველობის!”

თემო საჯაია:

“აუცილებლად წასაკითხი.

“ღორობა და პატრიოტიზმი”

მთაც ლამაზი გვაქვს, ზღვაც, მინდორ-ველები და, საერთოდ, ლამაზია საქართველო, როგორც ვაჟა იტყოდა: “დიაცის უბესავითა”.

მთაში ახვალ და ულამაზესი ხედებით ტკბები, მაგრამ წამის მეასედში ჩაგშხამდება ყოველივე, როგორც კი სხვადასხვა სახის ნაგავს შეამჩნევ მიმოფანტულს ირგვლივ, თანაც ისეთი ფერთა გამითაა დანაგვიანებული მიდამო, რომ თვალს მოგჭრის და დაგავიწყებს წუთის წინ ნანახ საოცარ პეიზაჟებს.

ზღვაზე გახვალ და მზის ჩასვლით ტკბობას და ცურვით მიღებულ სიამოვნებას ვინ ჩივის, იმაზე ფიქრობ სიმინდის ნაგულებში, ლუდის ცარიელ ბოთლებში და საზამთროს ნამუსრევში არ მოგიწიოს ჯდომა. მინდორ-ველებზე აღარაფერს ვიტყვი, თორემ ვშიშობ, მავანი გაბრაზდება ამდენი სიმართლით.

მთელი უბედურება ისაა, რომ ჩვენ პატრიოტიზმი მხოლოდ სუფრაზე გულში მჯიღის ცემა და საქართველოს სადეგრძელოზე აზლუქუნება გვგონია (უმეტესად). სინამდვილე კი იმაშია, რომ პატრიოტიზმი იქ მთავრდება, როდესაც შენი ქვეყნის, ქალაქის ან ქუჩის კონკრეტულ კვადრატულ მეტრს ანაგვიანებ და გგონია, რომ თუნდაც სიგარეტის ნამწვავის გადაგდებით არავის ვნებ.

დიახ, პატრიოტიზმი იწყება სიგარეტის ნამწვავის სანაგვე ურნაში ჩაგდებით!!! (ამ ყველაფერს იმიტომ ვწერთ, რომ გვაწუხებს, თორემ არა მგონია, უფლება გვქოდეს ვინმეს მენტორული ტონით ჭკუა დავარიგოთ, რადგან ჩვენც ამ ყველაფრის ნაწილი ვართ).

მოდით, მეგობრებო, ყველამ ერთად დავამტკიცოთ, რომ ღირსნი ვართ ქართველობის და იმისა, რომ ამ დიდებულ ქვეყანას ჩვენი სამშობლო ერქვას!!! მოდით ყველამ ერთად მოვუაროთ საქართველოს!!!

პ.ს. ახლა ცნობილი ლექსი გამახსენდა “საქართველოო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის” ჩვენ ასე ვიტყოდით: სხვა კი არა, ეს საქართველო სად არი!!!”