Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი მოსიძე პოლიტიკაში

15 აგვისტო, 2016

giorgi-mosidze1ინტელექტ-კლუბის “რა? სად? როდის?” უცვლელი წამყვანი გიორგი მოსიძე პოლიტიკაში მიდის.

“ბატონი წამყვანი” „ქართული ოცნებიდან“ სამგორის მე-11 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია.

გიორგი მოსიძე:

“ვიწყებ საარჩევნო კამპანიას, ვიწყებ მოსახლეობასთან შეხვედრებს სამგორის მე- 11 ოლქში. ვიბძოლებ, რომ გავხდე ვარკეთილის ხმა საქართველოს პარლამენტში. ჩემი მიმართულება წარმომიდგენია საერთაშორისო ურთიერთობების, ეთნოსთაშორისი ურთიერთობების და, რასაკვირველია, განათლების მხრივ, რომლითაც დაკავებული ვარ უკვე რამდენიმე წელია.”