Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ბორჯომის “კომპოზიტორთა სახლში” ავიარე… აი, ეს სანახაობა დამხვდა”

30 აგვისტო, 2016

1nino-gachechiladzweმარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემ ბორჯომში დაისვენა. ბავშვობის ნოსტალგია შემოაწვა და კომპოზიტორთა სახლს ესტუმრა, სადაც, როგორც თავად ამბობს, ძალიან მძიმე მდგომარეობა დახვდა.

ნინო გაჩეჩილაძე:

“ცოტა ხნის წინ წამოვედი ბორჯომიდან, წამოსვლის წინ კი “კომპოზიტორთა სახლში” ავიარე, სადაც მთელი ბავშვობა ვისვენებდი ოჯახთან ერთად.

იქ მისულს კი, აი, ეს სანახაობა დამხვდა – მოჭრილი ხეები, რომელიც (როგორც დაცვამ მითხრა), ძლიერმა ქარიშხალმა წააქცია და ამიტომ მოჭრეს (რისიც არ მჯერა – ამდენი ხე ერთდროულად როგორ შეიძლებოდა წაქცეულიყო?…)

მოკლედ, გული ჩამწყდა რასაც ჰქვია და თან უზომოდ გავბრაზდი – ის, რითაც ცნობილია ბორჯომი, როგორც ჩანს, ნელ-ნელა ნადგურდება…

კომპოზიტორთა სახლს რაც შეეხება, ის დღეს წართმეულია და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.”

borjomis-kompozitorta-saxli1