Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

არ დახუროთ ,,არტეოგრამა“!

14 აგვისტო, 2016

arteograma1– არ დახუროთ ,,არტეოგრამა“! – ამ მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია ვრცელდება, რომელსაც ხელს აწერენ ქართული კულტურის მოღვაწეები:

”კულტურულ ცხოვრებაში არსებული პოზიტიური და პრობლემური მხარეები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის სპეციფიკა, მისი არსებობისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობები, კულტურისა და საზოგადოების ურთიერთმიმართების საკითხები – ასეთი იყო 2013 წლიდან გადაცემა “არტეოგრამას” მთავარი მიმართულება.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკვე მე-4 წელია “არტეოგრამას” მეშვეობით პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს დისკუსია ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე აქტუალური პრობლემების ირგვლივ, მოწვეულ სტუმართა შორის არიან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართული ხელოვნების წარმომადგენლები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაცემის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა ხელოვანთა მხარდაჭერაა.

მივმართავთ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს – არ დახუროთ ,,არტეოგრამა“, რომელიც დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეთერო სივრცეა ქართულ მედიაგარემოში და ქართველ ხელოვანებს შემოქმედებითი პრობლემების შესახებ ღია საუბრის საშუალებას აძლევს,” – ნათქვამია პეტიციაში.