Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ანიტა რაჭველიშვილი გათხოვდა

28 აგვისტო, 2016

anita-gatxovdaaa1საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი გათხოვდა. მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე მეცო-სოპრანომ თავისი ცხოვრება საყვარელ მამაკაცს დაუკავშირა. ანიტას რჩეული მუსიკოსი ოთო მაისურაძეა.

ეს სასიხარულო ინფორმაცია დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა გაავრცელა:

“დღეს ჩემი ანიტას და ოთოს ქორწილია! ორი ძვირფასი და საოცარი ადამიანი ამიერიდან სამუდამოდ დაუკავშირებს ერთმანეთს თავიანთ ცხოვრებას!

ჩემო ტკბილო მეგობრებო, ჩემო ანიტა და ოთო, ღმერთმა არ მომიშალოს თქვენი ბედნიერებით, დღეგრძელობით, ჯანმრთელობით და ულევი წარმატებით მონიჭებული სიხარულის განცდა, სულ მალე გამეცნოს თქვენი შვილები!!!

ძალიან, ძალიან მიყვარხართ, გილოცავთ და გლოცავთ მთელი ჩემი სულითა და გულით!!!

დღევანდელი დღის მადლით ღვთისმშობელმა მშვიდობა მოგივლინოთ მთელი ცხოვრების გზაზე!!!”