Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“აი, ეს არის დღევანდელი “ერისიონი”

13 აგვისტო, 2016

erisioni1– გაცრეცილი, გამოშიგნული, ემოციისგან დაცლილი ქართული ცეკვა, უკონცეფციო განათებით, სტანდარტულ უზორებს – წრეებს, კლაკნილებსა და ჭიანჭველებს რომ ვერ გასცდა მხატვრული გამნათებლის ფანტაზია, პირველივე ნომერზევე დაღლილი არტისტებით, ცეკვას რომ გამადლიან (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), დროში დაკარგული ქორეოგრაფიული კომპოზიციებით… აი, ეს არის დღევანდელი “ერისიონი” – ასე აფასებს თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი black Sea Arena-ზე გამართულ ანსამბლ “ერისიონის” კონცერტს.

თეატრმცოდნე ქართულ მენეჯმენტსაც იწუნებს და black Sea Arena-ს მიმართავს:

“black Sea Arena – 0,50 ლ. წყალი 2 ლარი, მაგრამ თბილი (საღამოს კონცერტი რომ გაქვს, შეყარე დილით მაცივარში), ტუალეტები ხელსახოცების გარეშე. ესეც შენი ქართული მენეჯმენტი.

არ ვართ ღირსი არაფრის!!!”