16 აგვისტო, 2016

“პეპლის ეფექტი” ბრუნდება

1pep;is-efeqtiშემეცნებითი ხასიათის ანალიტიკურ-ისტორიული გადაცემების მოყვარულებს კარგად ახსოვთ მსახიობ გიორგი კალანდაძის საავტორო პროექტი ”პეპლის ეფექტი”. გადაცემა მაყურებელს მსოფლიო ისტორიის ალტერნატიულ ვერსიას სთავაზობდა და ტელეკომპანია GDS-ზე გადიოდა. ტელეკომპანიამ ”პეპლის ეფექტი” დახურა და მის ერთგულ მაყურებელსაც გული დასწყვიტა.

ხანმოკლე პაუზის შემდეგ, “პეპლის ეფექტი” სატელევიზიო ეთერში ბრუნდება. ამჯერად ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში და მას “დაუწერელი ისტორია” ეწოდება.

ინფორმაცია ამის შესახებ გადაცემის ავტორმა და წამყვანმა გიორგი კალანდაძემ გაავრცელა:

“ჩემი გადაცემა “დაუწერელი ისტორია“ (პეპლის ეფექტი)

ტელეკომპანია GDS-ის ბაზაზე მომზადებული გადაცემა “პეპლის ეფექტის“ თითოეული სერია ფასდაუდებელი საგანძურია. მადლობა შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც დაუღალავად შრომობდა იმისთვის, რომ მაყურებელს დიდი სიამოვნება და გამოცდილება მიეღო. გაეხსენებინა ისტორია, განსხვავებული რაკურსით დაენახა ეპოქალური მოვლენები, გადაეფასებინა და გაეაზრა. შეეცნო კაცობრიობის წარსულის განსაკუთრებული მნიშვნელობა და დაფიქრებულიყო იმაზეც, რაზეც უწინ არ უფიქრია, რადგან ყოველი ჩვენგანი პასუხისმგებელია მომავალზე. რეალობა ერთია, თუმცა მცირეოდენ ისტორიულ ცდომილებას შეუძლია ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.

„ალტერანტიულ ისტორიაზე“ მუშაობა შემოდგომიდან გაგრძელდება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, ახალი შემართებით, იდეებით, ძლიერი ჯგუფით და რაც მთავარია, უამრავი „დაუწერელი ისტორიით“.

dauwereli-istoria1