8 აგვისტო, 2016

ნანა არახამია “ახალ ტალღაში” რუსეთის სახელით მონაწილეობს

yaseniya1მომღერალი ნანა არახამია, იგივე იასენია ქართულმა საზოგადოებამ “ცეკვავენ ვარსკვლავების” მეოთხე სეზონიდან გაიცნო. მან და მისმა მეწყვილემ, ლევან ახვლედიანმა შესრულებული ცეკვებით დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აფხაზი მომღერლის ქართულ პროექტში გამოჩენამ, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. მართალია რუსეთში მოღვაწე ნანა არახამიამ “ცეკვავენ ვარსკვლავების” მოგება ვერ შეძლო, მაგრამ შოუს დატოვების შემდეგ, თავის ახალ სიმღერაზე კლიპი თბილისში გადაიღო.

იასენია აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა რუსულ კონკურსებსა თუ მუსიკალურ პროექტებში და თავისი ვოკალური შესაძლებლობებით რუსულ აუდიტორიას სულ უფრო მეტად აოცებს.

ამჯერად ნანა არახამია სოჭში გამართულ სიმღერის საერთაშორისო კონკურსში “ახალი ტალღა” მიიღებს მონაწილეობას, სადაც რუსეთს წარადგენს.

საქართველოდან გამარჯვებისთვის ორი კონკურსანტი იბრძოლებს – ალისა დანელია და გიორგი ნადიბაიძე.

“ახალი ტალღა 2016” სოჭში 3-9 სექტემბერს გაიმართება.