8 აგვისტო, 2016

“ვანესა მეი ბევრად უარესია, ვიდრე ტოტო კუტუნიო”

1nika-gvaramiaტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ მევიოლინეს ვანესა მეის ცნობილ იტალიელ მომღერალს ტოტო კუტუნიოს ადარებს.

ნიკა გვარამიას აზრით, ვანესა მეი ბევრად უარესია, ვიდრე ტოტო კუტუნიო:

“ბოდიში, მარა, ვანესა მეი იმ თავისი გაუგებარი ჟანრით, ბევრად უარესია, ვიდრე ტოტო კუტუნიო თავისი იაფფასიანი იტალიური შანსონით. ვივალდის გენიალურ მუსიკას მაინც არ აუპატიურებს.

ჩვეულებრივი “ტაპიორია” ეგ ვანესა, არ ვიცი ქართული შესატყვისი, ოღონდ ვიოლინოზე უკრავს და ცოტა სიმპატიურია.”

ნიკა გვარამია ქართველ მევიოლინე ლიზა ბათიაშვილსაც იხსენებს და ურჩევს ხელისუფლებას მეარღნე ვანესა მეის მოწვევას, მსოფლიოს ნომერ პირველი მევიოლინე ჩამოიყვანოს:

“მსოფლიოს N1 მევიოლინე რომ გყავს და მეარღნე ვანესა მეი რომ ჩამოგყავს კონცერტით, ეგაა პრივინციალიზმი, სხვა კი არაფერი. ვინც ვერ გაიგო, ტოტო კუტუნიოც ზუსტად იგივე პროვინციალიზმია და კრის დე ბურგი, კიდევ. უბრალოდ, იმ ორის ჩამოყვანას რომ დასცინოდა (მეც, სხვათა შორის) და ახლა ვანესა მეი რომ აღაფრთოვანებს, იმათი პოზიციაა ასევე ღრმა პროვინციალიზმი.”