7 აგვისტო, 2016

ახალი მონე – 7 წლის აუტისტმა მხატვარმა კრიტიკოსები შოკში ჩააგდო

autisti-mxatvari1ახალი კლოდ მონე – ასე უწოდებენ 7 წლის ირის გრეის ჰელმშოუს დიდი ბრიტანეთიდან.

2011 წელს გოგონას ექიმებმა აუტიზმი დაუდგინეს. ირისს მეტყველების პრობლემები აქვს, არ გამოხატავს ემოციებს და უჭირს საზოგადოებასთან ურთიერთობა.

გოგონამ ხატვის არნახული ნიჭი გამოავლინა, რაც ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა მისი მშობლებისთვის. მიუხედავად პატარა ასაკისა, ირისის ნამუშევრებს უკვე ბევრი თაყვანისმცემელი და მყიდველი ჰყავს.

გოგონა იმდენად არაჩვეულებრივ ნახატებს ქმნის, რომ კრიტიკოსებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს და მას ახალი მონე უწოდეს.

ირისს ხატვის პროცესში მისი განუყრელი მეგობარი კატა ეხმარება.

autisti-mxatvari14

autisti-mxatvari12

autiasti-mxatvari11