30 აგვისტო, 2016

ანიმაციის ფესტივალი ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში

nikoz11-6 სექტემბერს, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მეექვსედ გაიმართება. მიუხედავად ახალზარდა ასაკისა, ფესტივალმა ანიმაციის სამყაროში დიდი პოპულარულობა მოიპოვა.

ფესტივალის მეგობრები გახდნენ ცნობილი “დრეზდენის”, “ანესის”, “სუზდალის”, “ლაიფციგის” ანიმაციური ფესტივალები და სხვადასხვა ანიმაციური სტუდიები.

ნიქოზის ფესტივალს გარდა კულტურული დატვირთვისა, განსაკუთრებული სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. სოფელი ნიქოზი ცხინვალიდან 500 მეტრში მდებარეობს, მაგრამ სოფლის არც ერთ მცხოვრებს იქაურობა არ მიუტოვებია. ამაში წვლილი ხელოვნების სკოლას, სადაც 120 ბავშვი სწავლობს და ანიმაციური ფესტივალს მიუძღვის. ფესტივალი ყოველთვის ნიქოზელი ბავშვების შემოქმედების წარდგენით იხსნება.

წელს ფესტივალის სტუმრები იქნებიან გამოჩენილი ანიმატორები და ანიმაციის ცნობილი სკოლის წარმომადგენლები გერმანიიდან, იტალიიდან რუსეთიდან, კანადიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან. საფრანგეთიდან ნიქოზს ეწვევა ანესის ანიმაციური ფილმების ფესტივალის სელექტორი. „ანესის“ ფესტივალი ანიმაციაში იგივეა, რაც „კანის“ კინოფესტივალი კინოში.

„ნიქოზის“ ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება მსოფლიო ანიმაციურ ფესტივალებზე გამარჯვებული ფილმები. მათ ნაწილს ნიქოზში შეკრებილი საზოგადოებისთვის თავად ავტორები წარადგენენ.