საქართველოს დროშა შერლოკის მეოთხე სეზონში

sherlock1ტელეკომპანია BBC-ის გახმაურებულ სერიალს “შერლოკი” ათასობით გულშემატკივარი ელოდება.

BBC მეოთხე სეზონის სამ სერიას მაყურებელს 2017 წელს შესთავაზებს.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალის გადაღებები ჯერ არ დასრულებულა, მისმა შემქმნელებმა ოფიციალური თიზერ ტრეილერი უკვე გაავრცელეს.

ერთი დღის წინ გავრცელებულ ტრეილერს მილიონობით ნახვა და ათასობით მოწონება აქვს.

1:31 წუთიან ვიდეორგოლში სერიალის მთავარი გმირები და უმნიშვნელოვანესი მომენტებია გაერთიანებული. 0:34 წამზე კი კადრში საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ჩანს.

რა კავშირშია საქართველო და მისი ხუთჯვრიანი დროშა შერლოკთან, ამას სერიალის მეოთხე სეზონის სერიებში შევიტყობთ.

sherlokshi-saqartvelos-drosha