7 ივლისი, 2016

ქართველი მსახიობი ამერიკის საერთაშორისო ფესტივალზეა ნომინირებული

nino-varsimashvili1ქართველი მსახიობი ნინო ვარსიმაშვილი, როგორც საუკეთესო მსახიობი ამერიკის საერთაშორისო ფესტივალზეა ნომინირებული.

რეჟისორ რატი წითელაძის ფილმი “დედა” ამავე ფესტივალზე ასევე ნომინირებულია, როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

ეს ნინო ვარსიმაშვილის მეორე ნომინაციაა ქალის საუკეთესო როლისთვის, “დედა” კი მთელი მსოფლიოს მაშტაბით უკვე 30-ზე მეტ ფესტივალზე იქნა ნაჩვენები.

ფესტივალი ჰოლივუდში 7 ივლისს გაიხსნება და 10 ივლისამდე გაგრძელდება.