6 ივლისი, 2016

ქართველი ბარიტონის ორი წამყვანი როლი ერთ ოპერაში

qartveli-baritoni1ახალგაზრდა ქართველი ბარიტონი გოჩა აბულაძე ჯაკომო პუჩინის ოპერაში “ბოჰემა” ორ წამყვან პარტიას იმღერებს. საოპერო მომღერალი გერმანიაში ჰაიდენჰაიმის ფესტივალზე იმყოფება.

გოჩა აბულაძე:

“ამჯერად ვიმყოფები გერმანიაში, კერძოდ, ჰაიდენჰაიმის ფესტივალზე, სადაც პუჩინის ოპერაში “ბოჰემა” ორ წამყვან პარტიას ვიმღერებ.

9 ივლისს მექნება პრემიერა როგორც მარჩელოს (ეს პარტია უკვე ბევრჯერ მაქვს ნამღერი).

რაც შეეხება შონარს, ამ როლის დებიუტი 15 ივლისს ჩემს დაბადების დღეზე შედგება!

დირიჟორი ძალიან ცნობილი და გამოჩენილი მუსიკოსი მარკუს ბოში იქნება. ასევე აღსანიშნავია, რომ შტუტგარტის ძალიან ცნობილ ფილარმონიულ ორკესტრთან გვიწევს მუშაობა!

ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა ერთ პროდუქციაში ორი წამყვანი როლის სიმღერა, მაგრამ დაუზოგავი შრომის ფასად სრულ მზადყოფნაში ვარ, რომ კიდევ ერთხელ გავახარო ჩემი გულშემატკივრები და ქვეყანა!”