29 ივლისი, 2016

“ქართველები ისეთი ხალხი ვართ…”

1vajas-festivaliვაჟა ფშაველას ლექსები, მოთხრობები, პოემები, ჩანაწერები თუ ციტატები XXI საუკუნეშიც არ კარგავს აქტუალობას. მისი შემოქმედების გაცნობისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვაჟა ჩვენი თანამედროვეა, ჩვენს გვერდით ცხოვრობს, დააბიჯებს, წუხს და შეუძახებს ხოლმე ქართველებს – გონს მოვიდნენ.

“არტინფო” გთავაზობთ ვაჟა ფშაველას პატარა ჩანაწერს, რომელიც ქართველებს მიუძღვნა და ჩვენი ერის ზუსტი დახასიათებაა:

“ქართველები ისეთი ხალხი ვართ, რომ ბევრს შემთხვევაში თავის გრძნობას, თავის თვალებს და ყურებს როდი ვენდობით.

უსათუოდ სხვამ უნდა გვიკარნახოს რაც ყურით გვესმის. სხვამ უნდა მიგვითითოს იმაზე, რასაც ჩვენი თვალითა ვხედავთ, მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ, მაშინ ვიძახით – ბიჭოს, ეს ხომ მართალი ყოფილა და არ ვიცოდითო!

გვიკვირს და ვოცდებით იმის გამო, რომ ცეცხლი მწვავე ყოფილა, ყინული ცივი და მგელს ცხვრის ჭამა სცოდნია!”