14 ივლისი, 2016

ოპერის გუნდის მსახიობები საპროტესტო აქციებს იწყებენ

1tbilisi-operaზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის მსახიობები საპროტესტო აქციებს იწყებენ და ოპერის მოყვარულებს სპეციალური განცხადებით მიმართავენ:

“ოპერის მოყვარულთა საყურადღებოდ: ვისაც გული შეგტკივათ ჩვენი ოპერის გადარჩენაზე და განვითარებაზე, 15 ივლისიდან ვიწყებთ დღის 12 საათზე კულტურის სამინისტროსთან და შემდეგ სახელმწიფო კანცელარიასთან, პერმანენტულ აქციებს.

ვისაც გული შეგტკივათ და ჩვენს გვერდით დგომა გსურთ, გთხოვთ შემოგვიერთდეთ. პატივისცემით, ოპერის გუნდის მსახიობები.”